საქართველოში ადიქტოლოგიის, როგორც დამოკიდებულების შესახებ ტრანს-დისციპლინური მეცნიერების, განვითარების (ADDIGE) პროექტი

„ადიქტოლოგიის, როგორც დამოკიდებულების შესახებ ტრანს-დისციპლინური მეცნიერების, განვითარება საქართველოში“- პროექტის  მიზანია ადამიანური რესურსებისა და ექსპერტული შესაძლებლობების განვითარება ადიქტოლოგიის, როგორც დამოკიდებულების შესახებ ტრანს-დისციპლინური მეცნიერების დარგში.  

პროექტის მთავარი ფოკუსი ქართველი ტრენერების მომზადებაა ადიქტოლოგიის ყველა სფეროში. ტრენინგებს ჩაატარებენ ჩეხი, პოლონელი და გერმანელი ექსპერტები.

პროექტის განხორციელების პერიოდია 1 იანვარი, 2014 - 31 დეკემბერი, 2016.

პროექტის პარტნიორები არიან:

Ø  ალტერნატივა ჯორჯია

Ø  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Ø  გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი

Ø  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი

Ø  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Ø  იაგელონის უნივერსიტეტი (კრაკოვი)

Ø  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Ø  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Ø  პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი

Ø  საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია

Ø  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Ø  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

Ø  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

Ø  ჰამბურგის უნივერსიტეტის ადიქციის ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრი

პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა:

ალკოჰოლის, თამბაქოს და ნივთიერების მოხმარების სკრინინგ-ტესტი ASSIST (ჯანმო)
 
თვითდახმარების სტრატეგიები ნივთიერების მოხმარების შემცირების ან შეწყვეტისთვის - გზამკვლევი (ჯანმო)
 
ხანმოკლე ინტერვენცია - ASSIST-თან ბმული ხანმოკლე ინტერვენცია ნივთიერების სახიფათო და საზიანო მოხმარებისას (ჯანმო)
 
მოტივაციური ინტერვიუირება დავეხმაროთ ადამიანებს, შეიცვალონ (უ. რ. მილერი და ს. როლნიკი)
 
კონსულტირება ნივთიერებათა ავადმოხმარებისას (ჯ. ა. ლუისი, რ.ქ. დანა და გ.ა. ბლევინსკი)
 
ოპიოიდური დამოკიდებულების ფსიქოსოციალურ დახმარებასთან კომბინირებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის სახელმძღვანელო (ჯანმო)
 
მტკიცებულებებზე დაფუძნებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის პრაქტიკა (დ. დობსონი და ქ. დობსონი)
Partners Eurasian Harm Reduction Network - EHRN Eurasian Harm Reduction Network (EHRN) / Евразийская сеть снижения вреда (ЕССВ) ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი RTI International Global Initiative on Psychiatry (GIP) tasz Futures Group Release : Drugs, The Law & Human Rights International Drug Policy Consortium Home | Harm Reduction International Mainline Canadian HIV/AIDS Legal Network ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო